ალიევი: "ჩვენ რომ ჩაკვეტაძე გვყავდეს, შედეგიც უკეთესი იქნება"

4-01-2019, 20:29

ყაზახური ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახემ ალი ალიევმა თავისი ქვეყნის ნაკრების რეგრესზე ისაუბრა და ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

"ყაზახეთის ნაკრებს ახალი ლიდერები აკლია. აი, შეხედეთ ჩვენი ყოფილი მეტოქის, საქართველოს ნაკრების შემტევ გიორგი ჩაკვეტაძეს. ჩვენ რომ ის გვყავდეს, შედეგიც უკეთესი გვექნებოდა".

"გიორგის მხოლოდ ერთი მომენტი სჭირდება და თამაშის ბედი გადაწყვეტილია. გაიხსენეთ, ასტანაში სწორედ იმ ერთი მომენტით მოგვიგო", - აღნიშნავს ალიევი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ერთა ლიგი ისტორიაში პირველი გოლი სწორედ ყაზახეთის წინააღმდეგ გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით