უმძიმესი და ძალიან სამწუხარო ინფორმაცია თორნიკე შენგელიას შესახებ

4-01-2019, 23:23

კვირას ესპანეთის ACB ლიგის მე-14 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბასკონიამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და ანგარიშით 74:91 დამარცხდა.

ხსენებული შეხვედრა ორმაგად წარუმატებელი აღმოჩნდა მასპინძელთა ქართველი კაპიტნის, თორნიკე შენგელიასთვის. 27 წლის სპორტსმენმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ველიმირ პერასოვიჩის განცხადებით, შენგელია მომავალი 3 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება კლუბს.

თავდაპირველი ვარაუდით ქართველი 1 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებდა. თუმცა, დიდი ალბათობით, შენგელია სეზონის ბოლომდე ვეღარ დაუბრუნდება პარკეტს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით