ვიტესს ანანიძის დამატება სურს

4-01-2019, 23:41

მოგეხსენებათ, ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" დატოვებასთან ახლოსაა. მის მსურველთა რიგს კი კიდევ ერთი გუნდი შეუერთდა.

ჰოლანდიური გამოცემა gelderlander-ის ინფორმაციით, 26 წლის ქართველი ნახევარმცველის დამატება არნემის "ვიტესს" სურს.

წყაროს ცნობით, არნემელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ კლუბის მაღალჩინოსნებს ჯანოს ტრანსფერზე მუშაობა დაავალა. როგორც ცნობილია, ჰოლანდიელებს ქართველი ფეხბურთელი 6-თვიანი იჯარით სურთ.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესის" რიგებში წლების მანძილზე გამოდიოდნენ ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია. ეს უკანასკნელი კი კლუბის ლეგენდადაც მიიჩნევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით