"ტოტენჰემის" მცველი შესაძლოა იტალიაში აღმოჩნდეს

5-01-2019, 12:01

ტურინის "იუვენტუსი" სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. ფაქტია, რომ "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელთან ცდილობს, კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს.

Don balon -ის ცნობით იტალიური გრანდი დაცვის ხაზის გაძლიერებას ლონდონის "ტოტენჰემის" კოლუმბიელი ფეხბურთელის, დევინსონ სანჩესის დამატებით შეეცდება. როგორც ცნობილია, ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენს.

სანჩესმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული 11 მატჩიდან თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით