ზინედინ ზიდანი "იუვენტუსში" იმუშავებს

5-01-2019, 13:05

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, ზაფხულში მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსს" დატოვებს და მას ზინედინ ზიდანი ჩაანაცვლებს.

51 წლის იტალიელი სპეციალისტი "იუვეს" 2014 წლიდან წვრთნის. მასთან ერთად "ბიანკონერიმ" 4-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ხოლო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

ამჟამინდელი კონტრაქტი ალეგრის "იუვენტუსთან" 2020 წლამდე აქვს, თუმცა მისი სათამაშო სტილით გუნდის ბოსები აღფრთოვანებულნი არ არიან და ფიქრობენ, რომ ზიდანის საფეხბურთო ფილოსოფია ახლა მათთვის უფრო მომგებიანი იქნება.

რაც შეეხება ზიდანს, მან მადრიდის "რეალი" გასულ ზაფხულს დატოვა და ჯერ-ჯერობით სამსახურის გარეშეა. როგორც ცნობილია, იგი სწორედ იტალიელების წინადადებას ელის და მზადაა თავის ძველ გუნდს დაუბრუნდეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგი "ბიანკონერის" ლიდერს კრიშტიანო რონალდოს უკვე შეხვდა და ამ თემასთან დაკავშირებით ესაუბრა

46 წლის ზიდანი ფეხბურთელის რანგში "იუვენტუსის" ღირსებას 1996-2001 წლებში იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით