პოჩეტინო: "იანვარში ტრანსფერებზე არ ვფიქრობთ"

5-01-2019, 16:18

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბის გეგმებზე საუბრობს:

"ამჟამად ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. მიუხედავად ამისა, ვნახოთ რა მოხდება, ტრანსფერების განხორციელება რთული იქნება, ჩემი აზრით ფეხბურთელების გადმობირება კლუბის გეგმებში არ შედის."

"ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არაა, მთავარი ისაა, ფეხბურთელებს ენდომებათ თუ არა "ტოტენჰემის" მაისურით ასპარეზობა."

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "ტოტენჰემი" ერთადერთი კლუბი იყო პრემიერ ლიგაში, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ერთი ტრანსფერიც კი არ განახორციელა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით