კესიეთი "ტოტენჰემი" და "ჩელსი" დაინტერესდნენ

5-01-2019, 16:35

"მილანის" კოტ-დ'იუავრელი ნახევარმცველით, ფრენკ კესიეთი ლონდონური გრანდები, "ჩელსი" და "ტოტენჰემი" დაინტერესდნენ.

ლონდონის "ჩელსის" დატოვებას უკვე რამდენიმე ნახევარმცველი გეგმავს, მათ შორის სესკ ფაბრეგასიც, ამიტომაც არაა გამორიცხული "არისტოკრატებმა" კესიე და ბაკაიოკო ერთ ტრანსფერში ჩართონ და მათი გაცვლა მოინდომონ.

რაც შეეხება "ტოტენჰემს", მათ დატოვებას სეზონის ბოლოს გუნდის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, მუსა დემბელე გეგმავს, რომელსაც სურს კარიერის ბოლო მეოთხედში ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელიც არაერთი ტიტულისათვის იბრძოლებს, ამიტომაც 22 წლის ნახევარმცველის გადაბირებით დაინტერესება ლოგიკურია.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" აფრიკელ ფეხბურთელს 40 მილიონ გირვანქად (45 მილიონ ევროდ) აფასებს.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით