სად მიდის იგუაინი ?

5-01-2019, 17:57

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით, "მილანში" იმყოფება, ახლოსაა იტალიის დატოვებასთან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი ტურინში დაბრუნება კრიშტიანუ რონალდუს გამო გამორიცხულია, ხოლო "მილანი" არგენტინელის მოთხოვნებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს.

კლუბი, რომელიც 31 წლის თავდამსხმელის გადაბირებით ყველაზე მეტადაა დაინტერესებული ლონდონის "ჩელსია", რომელსაც სურს ტრანსფერში 26 წლის ალვარო მორატაც ჩართოს და გაცვლა განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის სერია ა-ში, გონსალო იგუაინმა ჯერ-ჯერობით 15 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით