ბუფონი: "პარიზში ნეიმარისა და მბაპეს გამო გადმოვბარგდი"

5-01-2019, 18:52

გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი სატრანსფერო მოვლენა ჯანლუიჯი ბუფონის "პსჟში" გადაბარგება გახლდათ.

იტალიელმა გოლკიპერმა საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგების მიზეზებზე ისაუბრა.

"ვიცით, რომ კილიანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ის თუ იტყვის, რომ მომავალ 10 წელიწადში 5 ოქროს ბურთის მოგება მინდა, ამას შეძლებს კიდეც."

"გუნდს კიდევ ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი ჰყავს. ეს გახლავთ ნეიმარ ჯუნიორი, რომელსაც ტექნიკის უდიდესი მარაგი აქვს. ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელი იშვიათად შემხვედრია."

"არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ სწორედ მათ გამო გადავწყვიტე პარიზში გადმოსვლა. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო." - აცხადებს ბუფონი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით