თბილისში ზამთრის თასზე ნუნუ გომეშიც ითამაშებს

6-01-2019, 01:41

11, 12 და 13 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე დარბაზის ფეხბურთის ტრადიციულ ტურნირს, დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშებას უმასპინძლებს.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, წელს ზამთრის თასის ლეგენდების გათამაშება ვარსკვლავური შემადგენლობითა და ახალი გუნდებით გაახარებს ფეხბურთის გულშემატკივარს.

ახლახანს ფეხბურთის ფედერაციაში დაადასტურეს, რომ აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, ნუნუ გომეში ითამაშებს.

42 წლის ვეტერანი წლების მანძილზე იცავდა "ბენფიკას" ღირსებას, 2 სეზონი კი იტალიის სერია ა-ში, "ფიორენტინას" რიგებშიც გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით