• 05-09-2023
    აბდეს "ბეტისში" წასვლამ "ბარსას" გეგმები აურია - რას სურდა კლუბს
    აბდეს "ბეტისში" წასვლამ "ბარსას" გეგმები აურია - რას სურდა კლუბს

    როგორც მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აბდე ეზალზული რეალ "ბეტისის" რიგებს შეუერთდა.

    აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერმა კატალონიის "ბარსელონას" გეგმები აურია.

    ესპანურ მედიაში იწერება, რომ "ბლაუგრანას" ერიკ გარსიას შენარჩუნება სურდა, თუმცა აბდეს "ბეტისში" ტრანსფერით კლუბს ეს არ გამოუვიდა.

    კერძოდ, "ბლაუგრანაში" ვარაუდობდნენ, რომ ეზალზული პრემიერ ლიგის გუნდს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდებოდა, რაც კატალონიელებს შესაძლებლობას მისცემდა, რომ ესპანელი მცველი შეენარჩუნებინათ.

    თუმცა, მაროკოელი შემტევი სევილიურ კლუბს 7.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაემატა, რის გამოც "ბარსელონას" ერიკის გაშვებაც მოუწია.

    Facebook კომენტარები