ხავი მარტინესს თვე გაუცდება

2-02-2016, 20:32

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ხავი მარტინესი ლაზარეთში 4 კვირას გაატარებს. ამის შესახებ "რეკორდმაისტერის" ოფიციალური საიტი იუწყება. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ფეხბურთს გარკვეული დროით ჩამოშორდა. მიუნხენელი ექიმების თქმით, აღდგენითი პროცესი თვეს გასტანს. ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ხავი მარტინესმა 12 მატჩი ჩაატარა და გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით