ერიქსენი დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელია

6-01-2019, 22:07

ბრიტანული მედიის ცნობითმ ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეხუთედ დასახელდა.

მოგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ერიქსენმა პრემიერლიგაში "ტოტენჰემის" მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ასევე, ნახევარმცველმა დანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც მერვედფინალში ტურნირის ფინალისტთან, ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდა.

ერიქსენი "ტოტენჰემში" 2013 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 24 მატჩში 6 გოლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით