ბელგიაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

6-01-2019, 23:17

ბელგიის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი ბუღრიძე ითამაშებს.

21 წლის ვინგერი რანგით მეორე, პროქსიმუს ლიგის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში, "ბეერსხოტში" გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.

როგორც ცნობილია, ბუღრიძემ 1.5+2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შესაბამისად, 2020 წელს მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში ფეხბურთელი კიდევ ორი წლით დარჩება გუნდში.

"ბეერსხოტი" ამჟამად ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ფაქტობრივად განაღდებული აქვს საუკეთესო სამეულში მოხვედრა, რაც თავის მხრივ იუპიერლიგაში აღზევების შანსს იძლევა.

შეგახსენებთ, რომ ბუღრიძე გასულ სეზონში "ჩიხურას" ღირსებას იცავდა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით