ბელგიაში საუკეთესოებს ირჩევენ, ჩაკვეტაძე გამოკითხვაშია

7-01-2019, 17:25

ავტორიტეტული ბელგიური გამოცემა voetbalprimeur პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელებს ირჩევს.

საუკეთესო მარცხენა ნახევარმცველთა შორის გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა. მას კონკურენციას კიდევ ოთხი ფეხბურთელი უწევს.

"ჩაკვეტაძე ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენს "გენტისთვის". ვინგერს შეუძლია შემტევ ნახევარმცველადაც თამაში. მას უდიდესი ტალანტი აქვს და უკვე მიიქცია ისეთი ევროპული გრანდების ყურადღება, როგორიცაა მაგალითად "ბარსელონა". მისი სწრაფი დრიბლინგი და დამაბნეველი მოძრაობები ყველა მცველისთვის დიდი თავსატეხია." - წერია სტატიაში.

ამჟამად გიორგი ხმების 53%-ით პირველ ადგილზეა. მსურველებს ხმის მიცემა ​ამ ლინკზე შეუძლიათ.​​​




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით