"მანჩესტერ სიტი" დიბალას უახლოვდება

7-01-2019, 18:26

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" ახლოსაა "იუვენტუსის" არგენტინელი ვარსკვლავის, პაულო დიბალას გადაბირებასთან.

როგორც "Tuttosport" იუწყება, "იუვენტუსმა" 25 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის თაობაზე 3 შეთავაზება მიიღო სხვა ევროპული გრანდებისგან, ესენი არიან: მიუნხენის "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი" და "პარი სენ-ჟერმენი".

ტურინელები მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ დიბალას სხვა კლუბში გამწესებას, თუ მისი სატრანსფერო ღირებულებით 90 მილიონიოთ იხერიებენ, მთავარ კანდიდატებად კი სწორედ "ქალაქელები" განიხილებიან.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" პაულო დიბალა 2015 წელს გაიფორმა 28 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ "პალერმოდან".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით