ვინ არის ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელი ?

7-01-2019, 18:33

როგორც "L'Equipe" იუწყება, "CIES" საფეხბურთო ობსერვატორიის თანახმად, დადგინდა თუ ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელი.

როგორი "გასაკვირიც" არ უნდა იყოს, ეს მოთამაშე 20 წლის კილიან მბაპეა, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 196.25 მილიონ გირვანქად იქნა შეფასებული.

სიაში მე-2 ადგილი "ტოტენჰემის" ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა დაიკავა. 25 წლის მოთამაშის ღირებულება ამჟამად 180 მილიონ გირვანქას შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხევაა ბოლო 10 წლის განმავლობაში, როდესაც მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელების სიაში არ შედიან: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით