ჯოუნსი: "ტოტენჰემთან" შეხვედრა "იუნაიტედის" პირველი დიდი გამოცდა იქნება"

7-01-2019, 19:02

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ცენტრალური მცველი, ფილ ჯოუნსი, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ჯერ-ჯერობით ჩვენ არაფერი გაკვიკეთებია ან დაგვიმტკიცებია, მართალია რამდენიმე შეხვედრის მოგება მოვახერხეთ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩი იქნება კარგი ინდიკატორი იმისა თუ რა შეგვიძლია."

"ისინი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, ამიტომაც კარგად უნდა მოვემზადოთ, ბევრი ვიშრომოთ და ამ დაპირისპირებაში გავიმარჯვოთ, ეს ჩვენი პირველი დიდი გამოცდა იქნება მას შემდეგ, რაც სოლსკაერი გახდა მწვრთნელი."

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს" შორის დაპირისპირება კვირას, 13 იანვარს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით