სალაჰის შემცვლელს "რომაში" პრობლემები აქვს

7-01-2019, 19:45

პატრიკ შიკი 18 თვის წინ "იუვენტუსთან" ახლო კონტაქტში იმყოფებოდა და ტრანსფერიც თითქმის დასრულებული იყო, თუმცა "რომას" თავდამსხმელს ბედმა უმტყუნა და სამედიცინო შემოწმებაზე გულში ექიმებმა ანთებითი პროცესი შენიშნეს, რის გამოც მოლაპარაკებები 1 თვით გაიწელა და საბოლოოდ გაწყდა.

მას შემდეგ რაც ტრანსფერი ჩაიშალა, ფეხბურთელმა, რომელიც სალაჰის შემცვლელად განიხილებოდა, რეგრესი დაიწყო და დედაქალაქელები ახლა იმაზე ფიქრობენ თუ 22 წლის ჩეხი სხვა გუნდში როგორ გაუშვან იჯარის წესით.

თავდამსხმელი, რომელმაც 14 მატჩში მოწინააღმდეგის კარის აღება 11-ჯერ მოახერხა, ახლა საფეხბურთო ფსიქოლოგთან, იან მუჰლფეითთან ერთად სესიებს გადის.

შეგახსენებთ, რომ შიკი "რომაში" 2017 წელს გადავიდა 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ და ამ დროის განმავლობაში, 34 შეხვედრაში, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით