ჯანო ანანიძე: "შენს გარეშე ძალიან მოვიწყენ"

7-01-2019, 23:59

როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ ანანიძის ყოფილი კლუბი, მოსკოვის "სპარტაკი" 2 სეზონის გატარების შემდეგ, 34 წლის ფეხბურთელმა, ალექსანდრ სამედოვმა დატოვა.

ამ ფაქტს ქართველი ნახევარმცველი "Instagram-ზე" ემოციური პოსტით გამოეხმაურა: "შენთან გატარებული 2 სეზონი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, მინდა ყველაფრისთვის მადლობა გადაგიხადო. შენს გარეშე ძალიან მოვიწყენ!"

სამედოვმა "სპარტაკის" მაისური 2 განსხვავებულ პერიოდში მოირგო, თავდაპირველად ის მოსკოვურ კლუბში 2001-2005 წლებში ასპარეზობდა, საიდანაც "ლოკომოტივში" გადავიდა, ხოლო მშობლიურ გუნდში დაბრუნება მან 2017 წელს გადაწყვიტა, სადაც 2 წელი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ჯანო ანანიძე მიმდინარე სეზონის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში, ჰოლანდიურ "ვიტესში" გადაბარგდა, რომელთა რიგებშიც 2018 წლის ივნისამდე გურამ კაშიაც ირიცხებოდა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით