პოჩეტინო: "ჩემი კუმირი ვენგერია და მსურს "ტოტენჰემში" 20 სეზონი გავატარო"

8-01-2019, 15:37

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცხადა, რომ მისი სამწრთვნელო კუმირი არსენ ვენგერია და იურვებდა მისი შედეგი გაემეორებინა.

"არსენ ვენგერს ძალიან დიდ პატივს ვცემ. როცა 22 წლის განმავლობაში ისეთი გუნდის მწვრთნელი ხარ, როგორიც "არსენალია", შენ არამხოლოდ პროფესიონალი, არამედ დიდებული ადამიანიც უნდა იყო".

"ვწუხვარ იმაზე თუ როგორ დატოვა მან გუნდი, მაგრამ ეს ამტკიცებს, რომ ჩვენი საქმე ძალიან რთულია. იმის გათვალისწინებით, რაც არსენ ვენგერმა "არსენალისთვის:"გააკეთა, ისტორიის ასე დასრულება უსამართლობაა".

"ტოტენჰემში" 20 წლის გატარებას ვისურვებდი, შემდეგ კი გადავწყვეტდი - სხვა გუნდში წავიდოდი თუ კარიერას დავასრულებდი".

"იმედი მაქვს, ვენგერთან საუბრის საშუალება მომეცემა, რათა ვკითხო, იყო თუ არა კმაყოფილი იმით, თუ როგორ დატოვა გუნდი. ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში რასაც გულშემატკივრები მასზე ამბობდნენ ძალიან დიდი უსამართლობა იყო", - პოჩეტინოს სიტყვებს FourFourTwo ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით