"ბილბაო" ერერას უახლოვდება

8-01-2019, 18:07

"ბილბაოს ატლეტიკი" ახლოსაა "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველის, ანდრე ერერას გადაბირებასთან.

"Cadena SER-ის" ინტერვიუში კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, რაფა ალკორტამ განაცხადა: "ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირება გვსურს, ესენი არიან: ხავი მარტინესი, იბაი გომესი, ანდერ ერერა და ფერნანდო ლორენტე."

როგორც იცით, "ატლეტიკს" გააჩნია სატრანსფერო პოლიტიკა, რომლის თანახმადაც აკრძალულია კლუბში ისეთ ფეხბურთელის თამაში, რომელიც წარმომავლობით ბასკი არაა, თუმცა ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ამ კრიტერიუმს ყველა აკმაყოფილებს.

განსაკუთრებით კი ანდერ ერერა და ფერნანდო ლორენტე, რომლებსაც ბასკური კლუბის მაისური არაერთ შეხვედრაში აქვთ მორგებული.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკის" რიგებში ანდერ ერერამ 128, ხოლო ფერნანდო ლორენტემ 327 მატჩი ჩაატარეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით