მუსა დემბელე ჩინეთში ?

8-01-2019, 18:16

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ტოტენჰემმა" 9 მილიონიანი შეთავაზების მიღების შემდეგ, ჩინურ კლუბს, პეკინის "სინობო გუოანს" თანხმობა განუცხადა მუსა დემბელეს ტრანსფერზე.

როგორც "Sky Sports" იუწყება, ბელგიელ ჩამშლელ ნახევარმცველს ჩინეთში გადაბარგება ზაფხულიდანვე სურდა, თუმცა აზიიდან ლონდონელებმა პირველი შეთავაზება მხოლოდ იანვარში მიიღეს.

31 წლის ფეხბურთელს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ამიტომაც მას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში უკვე აქვს უფლება ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკებები. ის "სინობოს" მაისურს დიდი ალბათობით ზამთარშივე მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ დემბელე "ტოტენჰემის" რიგებში 2012 წლიდან ირიცხება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით