როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა ინგლისელი თავდამსხმელის, კალუმ ჰადსონ-ოდოის სანაცვლოდ 35 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.
მიუნხენელების ინტერესის გაძლიერებას ჟადონ სანჩოს წარმატება იწვევს "დორტმუნდში", რომელიც გერმანიაში "მანჩესტერ სიტიდან" გადაბარგდა, სადაც მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ახლა კი გერმანული კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
ეს არც "ბაიერნის" პირველი შეთავაზებაა 19 წლის ინგლისელის გადასაბირებლად, თავდაპირველად მათ "არისტოკრატებს" 13.5 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, შემდეგ - 20, ახლა კი 35.
შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა ამომავალ ვარსკვლავს კლუბთან კონტრაქტი 18 თვეში იწურება. მას ჯერ-ჯერობით "ჩელსის" ძირითად გუნდში მხოლოდ 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა თითოეულ მათგანს შესანიშნავად იასპარეზა.