"ტოტენჰემს" "ჩელსის" წინააღმდეგ დანაკლისი აქვს

8-01-2019, 18:35

როგორც იცით, 8 იანვარს, ლონდონური კლუბები, "ტოტენჰემი" და "ჩელსი", ერთმანეთს "Carabao Cup-ის" 1/2 ფინალში დაუპირისპირდებიან.

ეს ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი მატჩია, ვინაიდან თითოეული მათგანი თასის ფინალში ადგილისათვის იბრძოლებს, თუმცა "ტოტენჰემს" მატჩის დაწყებამდე სერიოზული დანაკლისი აქვს.

"FA Cup-ის" მატჩში ბრაზილიელმა ლუკას მოურამ მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც შესაბამისად "არისტოკრატების" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს, ასევე ვერ ითამაშებენ ერიკ დაიერი და ვიქტორ ვანიამა.

შეგახსენებთ, რომ "Carabao Cup-ზე" ეს ორი გუნდი ერთმანეთს ისტორიაში სულ 9-ჯერ შეხვდა. 8 იანვრის დაპირისპირება კი 2015 წლის შემდეგ, თასზე მათი პირველი შეხვედრა იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით