ჩაკვეტაძე ბელგიაში საუკეთესოდ აღიარეს

8-01-2019, 21:41

როგორც უკვე მოგეხსენებათ, ავტორიტეტული ბელგიური გამოცემა voetbalprimeur პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელებს ირჩევდა. გამოკითხვა მარცხენა ფლანგის პოზიციის ირგვლივ იყო.

5 რჩეულს შორის 76%-ით პირველ ადგილზე "გენტისა" და საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე აღმოჩნდა.

ქართველი ლეგიონერის კონკურენტები ლეანდრო ტროსარდი, არნო დანუმა, ნანა ამპომა და მუსა ჯენეპო იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, გამოკითხვის დაწყებიდანვე კონკურენტი თითქმის არავინ ჰყავდა, რაც საბოლოო შედეგებმაც ნათლად ცხადყო-მეორეადგილოსან ლეანდრო ტროსარდიმ  ხმების მხოლოდ 15%  მიიღო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით