ბუფონი: "იუვენტუსში დეპრესია მქონდა"

9-01-2019, 16:15

ფრანგული "პსჟს" კიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა ტურინული კარიერა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთ დროს მას დეპრესია ჰქონდა.

"თვეების განმავლობაში ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. ვფიქრობდი, რომ ყველას მხოლოდ როგორც ფეხბურთელი ისე ვაინტერესებდი, და არა როგორც პიროვნება."

"ეს ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი მომენტი იყო. თითქოს ყველას მხოლოდ ბუფონი აინტერესებდა, ხოლო ჯიჯი კი არავის."

"ამის გამო ზოგჯერ მატჩისწინ პანიკური შეტევებიც მეწყებოდა. თამაშს ვეღარ ვახერხებდი და ჩემს ნაცვლად მინდორზე მეორე მეკარე გადიოდა."

"საბედნიეროდ, ამ ეტაპის გადალახვა მოვახერხე და კარიერაც განვაგრძე." - აცხადებს ბუფონი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით