"ტოტენჰემმა" ერიქსენს ფასი დაადო

9-01-2019, 17:19

ლონდონის "ტოტენჰემის" პრეზიდენტმა, დანიელ ლევიმ კლუბის დანიელ ნახევარმცველს, კრისტიან ერიქსენს ფასი დაადო.

ევროპული სპორტული გამოცემების თანახმად, 26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება "ტოტენჰემისთვის" 225 მილიონ გირვანქას შეადგენს.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მადრიდის "რეალი" დაინტერესდა დანიელი ფეხბურთელის გადაბირებით, რომელიც ამ უკანასკნელს, ლუკა მოდრიჩის შემცვლელად მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენს "ტოტენჰემთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 18 თვეში ეწურება, ის ლონდონელთა რიგებში 2013 წლიდან ირიცხება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით