პოჩეტინომ და სარიმ ვიდეო რეფერი გააკრიტიკეს

9-01-2019, 18:04

მას შემდეგ, რაც "Carabao Cup-ზე" ლონდონის "ტოტენჰემმა" "ჩელსი" ვიდეო რეფერის დახმარებით დაამარცხა, ორივე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ახალი სისტემა საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა.

გთავაზობთ ორივე მათგანის განცხადებებს:

მაურისიო სარი: "ვფიქრობ, რომ ინგლისელ არბიტრებს ვიდეო რეფერის სისტემის გამოყენება არ შეუძლიათ. ჩვენი კამერით ვნახეთ პენალტის მომენტი და ჰარი კეინი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა სანამ კეპა მასზე დაჯარიმდებოდა, კეინს თავი და მუხლი წინ ჰქონდა, ინგლისში ეს ტექნოლოგია საკმაოდ კარგად უნდა შეისწავლონ."

მაურისიო პოჩეტინო: "ვიდეო რეფერი არ მომწონს, მართალია მისი დახმარებით გავიმარჯვეთ, თუმცა შეხვედრების ასე მოგება ნამდვილად არ მსურს. 6 თვე გვაქვს სისტემის გასაუმჯობესებლად, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრია. ლა ლიგას ყოველკვირა ვადევნებ თვალყურს, თუმცა კარგად ვხედავ, რომ ამ ტექნოლოგიით კმაყოფილი არავინაა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ მსოფლიო ჩემპიონატზეც."

შეგახსენებთ, რომ მატჩის მთავარი არბიტრი მაიკლ ოლივერი იყო, რომელმაც 93 წამიანი ლოდინის შემდეგ დანიშნა პენალტი. საბოლოოდ შეხვედრის ბედი ჰარი კეინმა 27-ე წუთზე გადაწყვიტა. დაპირისპირება "ტოტენჰემის" გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1:0. განმეორებითი შეხვედრა 24 იანვარს, "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით