ტობი ალდერვეირელდი მომავალზე საუბრობს

9-01-2019, 18:30

ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელი ცენტრალური მცველი, ტობი ალდერვეირელდი მის მომავალზე საუბრობს:

"ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ კლუბში მინიმუმ კიდევ ერთი წლით დავრჩები. "ტოტენჰემში" უკვე მე-4 სეზონია ვთამაშობ და კარიერაში ასეთი კმაყოფილი ჯერ არ ვყოფილვარ."

"ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ იმისათვის, რომ გუნდმა შედეგს მიაღწიოს და ტიტულების მოგება მოახერხოს."

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ცენტრალური მცველის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე დიდი ხანია დაინტერესებული, არაა გამორიცხული, რომ ბელგიელის გადაბირება მათ მომავალ სეზონშიც სცადონ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით