რობენი: "წილისყრაში არ გაგვიმართლა"

9-01-2019, 20:52

თებერვალში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. წყვილებს შორის გამორჩეულია "ლივერპულისა" და მიუნხენის "ბაიერნის" დაპირისპირება, სადაც ფავორიტის დასახელება რთულია.

მომავალ მეტოქეზე "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, არიენ რობენმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გუნდს წილისყრაში არ გაუმართლა.

"ლივერპული წელს მშვენივრად გამოიყურება, ისევე, როგორც შარშან. მაშინ მათ ლიგის ფინალში შეძლეს გასვლა და ვფიქრობ, წელსაც ერთ-ერთი ფავორიტები არიან."

"წილისყრაში არ გაგვიმართლა. შესაძლო ვარიანტებიდან, ალბათ, ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა, თუმცა, გამოწვევებისთვის მზად ვართ."

"თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის და იდეალურად ვითამაშებთ, ვფიქრობ, "ლივერპულს" შანსი ძალიან შეუმცირდება." - აცხადებს რობენი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით