"ტოტენჰემმა" ერიქსენს ფასი დაადო

9-01-2019, 21:30

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემის" ხელმძღვანელმა დანიელ ლევიმ გუნდის შემტევის კრისტიან ერიქსენის ფასი დაასახელა.

ლონდონური გუნდი დანიელ ფეხბურთელს 225 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდის.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოგეხსენებათ, 26 წლის შემტევის შეძენით ყველაზე მეტად მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.

ესპანური წყაროების ინფორმაციით მადრიდული გრანდი ერიქსენს ლუკა მოდრიჩის შემცვლელად განიხილავს, რადგან როგორც ჩანს, ხორვატი სამეფო გუნდს უახლოეს მომავალში დატოვებს.

კრისტიან ერიქსენი ტოტენჰემის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მას შემდეგ მან გუნდის მაისურით 252 შეხვედრა ჩაატარა, 62 გოლი გაიტანა და 78 საგოლე გადაცემა გააკეთა. ერიქსენს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით