იტალიურმა მედიამ ჩაკვეტაძე გამოარჩია

9-01-2019, 21:48

გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა Tuttomercato-მ 1999 წელს დაბადებული 11 ტალანტი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა და მათ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ გამოცემის მიერ დასახელებულ ტალანტებში ქართველი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა.

"ნათელია, რომ გასულ სეზონში, საფეხბურთო სამყარომ არაერთი ბრწყინვალე ტალანტი შეიძინა. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ბევრი მათგანი უკვე სატრანსფერო ბაზრის ცენტრში მოექცა. თითოეულ  მათგანს აქვთ განსხვავებული წარსული და ისტორია".

"ერთ-ერთმა ახალბედა ტალანტმა, რომელმაც პირველად ბელგიურ "გენტში" გაიბრწყინა მსოფლიოს ყურადრება ერთა ლიგის ისტორიული გოლით მიიპყრო. მას შემდეგ  გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ არაერთი ჭორი გავრცელდა".

"ფაქტია, რომ მისით რამდენიმე გრადნი დაინტერესდა. ამბობენ იმასაც, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს".

"საფეხბურთო სამყარო აქტიურად ადევნებს თვალს მის თამაშებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ჩაკვეტაძის ტექნიკით ყველა მოხიბლულია", - ვკითხულობთ იტალიურ გამოცემაში.

აქვე გთავაზობთ Tuttomercato-ს მიერ დასახელებულ თერთმეტეულს.

მათიას დე ლიხტი - "აიაქსი"
კაი ჰავერცი - "ლევერკუზენი"
ჯანლუიჯი დონარუმა - "მილანი"
ჟედსონ ფერნანდესი - "ბენფიკა"
ჟოაო ფელიქსი - "ბენფიკა"
გიორგი ჩაკვეტაძე - "გენტი"
აბდულკადირ ომური - "ტრაბზონსპორი"
ტრინკაო - "ბრაგა"
ეზეკი ბარკო - "ატლანტა"
ელჯიფ ელმასი - "ფენერბაჰჩე"
ემერსონი - "ატლეტიკო მინეირო" 




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით