რონალდოს ყოფილი მეგობარი გოგონა: "ის ფსიქოპათია"

9-01-2019, 22:41

მოგეხსენებათ, გასულ წელს ამერიკელმა ქეთრინ მაიორგამ კრისტიანო რონალდო მასზე ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა, მან ბრალის დამტკიცება ვერ მოახერხა.

ქეთრინს 33 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის ყოფილი მეგობარი გოგონა, ინგლისელი მოდელი ჟასმინ ლეონარდი გამოექომაგა.

"მივმართავ ქეთრინ მაიორგასა და მის ადვოკატებს. მაქვს აუდიოჩანაწერები, სადაც კრისტიანო რონალდოს წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს სამხილები გამოგადგებათ საქმეში." - წერს ჟასმინი სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, ინგლისელმა მოდელმა განაცხადა, რომ მისი და რონალდოს ერთად ყოფნის დროს პორტუგალიელი მას ემუქრებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ღალატს გაბედავდა.

"ის ნამდვილი ფსიქოპათია. მეუბნებოდა, რომ თუ სხვას შევხვდებოდი, მაშინ ჩემს დანაწევრებულ სხეულს რომელიმე მდინარეში იპოვიდნენ. ამ ყველაფრის სამხილებიც მაქვს, რომელსაც მალე ყველა ნახავს." - აცხადებს ჟასმინი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით