ლორია კარიერას "ტობოლში" გააგრძელებს?

9-01-2019, 22:46

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერი, გიორგი ლორია კარიერას "ტობოლში" განაგრძობს. ამის შესახებ ყაზახური გამოცემები იუწყებიან.

როგორც ცნობილია, 32 წლის კიპერი ამჟამად თურქეთში გაემგზავრა, სადაც კლუბი შეკრებას გადის. სწორედ იქ გააფორმებს გიორგი კონტრაქტს.

ლორია უკანასკნელად სამარის "კრილია სოვეტის" ღირსებას იცავდა, საიდანაც გასულ წელს წამოვიდა და მას შემდგომ უკლუბოდაა.

შეგახსენებთ, რომ "ტობოლში" ლორიას გარდა ასევე საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ირიცხება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით