კარასკოსათვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

10-01-2019, 14:23

"Sky Sports"-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ფერეირა კარასკოსათვის ბრძოლაში "არსენალის" სახით ფავორიტი გამოიკვეთა, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერია.

კარასკოს ხელფასი 10 მილიონი ევროა, რის გადასახდელადაც "მეთოფეები" მზად არიან, განსხვავებით "მილანისაგან", სადაც ყველაზე მაღალი ხელფასი გონსალო იგუაინს აქვს - 9 მილიონი ევრო.

ლეონარდო მაინც არ ნებდება და ჩინურ კლუბს მაღალ თანხიან არენდას სთავაზობს, თუმცა "დალიანს" პირდაპირი ტრანსფერი სურს.

აღსანიშნავია ბელგიელი გარემარბის მოთხოვნაც: კარასკოს მის ახალ კლუბში მუდმივი სათამაშო დრო სურს, რასაც ლონდონელები არ პირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით