შევჩენკო: "ჩემპიონთა ლიგას იტალიელები მოიგებენ"

10-01-2019, 12:54

ყოფილმა უკრაინელმა ლეგენდა ანდრეი შევჩენკომ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავაირ ფავორიტი დაასახელა.

"ვის აქვს ყველაზე რეალური შანსი? ვფიქრობ "იუვენტუსს". მათ ამის შესაძლებლობა ყოველთვის ჰქონდათ, თუმცა რაღაც მაინც აკლდებოდათ. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა".

"დიახ, გუნდს ხომ კრიშტიანუ შეუერთდა. ფეხბურთელი, რომელიც ასეთ შრომისმოყვარე და ნიჭიერია. მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. პორტუგალიელი ყველასთვის მაგალითია".

"ეს კლუბი რონალდუმდეც მშვენივრად ასპარეზობდა, თუმცა ახლა ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ამიტომაც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სწორედ მათ მივიჩნევ", - განაცხადა შევჩენკომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით