პაკეტა: "მნიშვნელოვან ტიტულებს კვლავ დავისაკუთრებთ"

10-01-2019, 15:28

"მილანში" წარდგენის შემდეგ, ახალგაზრდა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ლუკას პაკეტამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკმაოდ პოზიტიურად იყო განწყობილი თავისი იტალიური მომავლის მიმართ.

"მივესალმები "მილანის" ყველა გულშემატკივარს. მე ვარ ლუკას პაკეტა, "როსონერის" ახალი ნახევრმცველი".

"ამ კლუბში გამარჯვებებისთვის მოვედი და ვიმედოვნებ მნიშვნელოვან ტიტულებს კვლავ დავისაკუთრებთ".

"მინდა გულშემატკივრებისათვის საყვარელი ფეხბურთელი გავხდე და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა ახალგაზრდა ბრაზილიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით