ბაჩუაი "ჩელსის" უბრუნდება

10-01-2019, 17:59

ესპანური "ვალენსიას" სპორტულმა დირექტორმა, მატეუ ალემანიმ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ბელგიელი თავდამსხმელი, მიჩი ბაჩუაი "სტემფორდ ბრიჯს" უბრუნდება.

როგორც ალემანიმ განაცხადა, ესპანური კლუბი ახლა 25 წლის ფეხბურთელის იჯარის გაუქმებაზე მუშაობს, რათა ის ლონდონის "ჩელსის" რიგებს დაუბრუნდეს.

ბაჩუაიმ გასულ სეზონში "დორტმუნდში" ასპარეზობის შემდეგ, სადაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და ყველა ტურნირზე 23 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბელგიელი ფეხბურთელი იჯარის წესით, 3 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ "ვალენსიაში" წესით და რიგით სეზონის ბოლომდე გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით