მორატას მადრიდში ბრუნდება ?

10-01-2019, 18:27

როგორც "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ესპანელი თავდამსხმელი, ალვარო მორატა საკმაოდ ახლოსაა მადრიდში დაბრუნებასთან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკო" 25 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ჩაერთო და მზადაა ის კლუბში იჯარის წესით გადაიბიროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მორატას ტრანსფერით, ფეხბურთელის, რომელმაც ფორმაში შესვლა "არისტოკრატების" რიგებში ვერაფრით ვერ მოახერხა, ყველაზე მეტად ესპანური კლუბები არიან დაინტერესებული, განსაკუთრებით კი ანდალუსიური "სევილია", რომელიც გეგმავს ალვაროს კვირაში 140 000 გირვანქა გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ მორატა 2017 წლის ზაფხულში, 60 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა "ჩელსიში" მადრიდის "რეალიდან", მას მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში 16 შეხვედრის შემდეგ, მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით