ოფიციალურად: ჯანო "კრილია სოვეტს" შეუერთდა

10-01-2019, 19:23

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ცენტრალური ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე სეზონის ბოლომდე სამარის "კრილია სოვეტში" ითამაშებს. ამის შესახებ მოსკოვური კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

"არ ვუარყოფ, რომ ევროპაში მსურდა თამაში. მქონდა "ვიტესისგან" შემოთავაზება, თუმცა სამწუხაროდ ეს გარიგება ვერ შედგა."

"ვტოვებ "სპარტაკს", რათა მომავალში უფრო ძლიერი დავბრუნდე. იმედი მაქვს, "კრილიას" დავეხმარები წარმატების მოპოვებაში." - აცხადებს ჯანო.

შეგახსენებთ, რომ ანანიძის მომავალი გუნდი პრემიერლიგის 16-გუნდიან გათამაშებაში მე-13 ადგილზეა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით