ემერი: "არსენალი იანვარში ტრანსფერებს ვერ განახორციელებს"

10-01-2019, 19:35

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის განცხადებით, მის გუნდს საკმარისი სახსრები არ აქვს იმისთვის, რომ ზამთარში ტრანსფერები განახორციელონ.

"ამჟამად მხოლოდ ის ვიცი, რომ კლუბი მუშაობს ტრანსფერების თემაზე. ვარჩევთ მოთამაშეებს, რომლებიც გამოგვადგება."

"თუმცა, მიმდინარე თვეში ფეხბურთელების შეძენას ვერ შევძლებთ. შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშე იჯარით დავიმატოთ, თუმცა ყიდვისთვის საკმარისი სახსრები ამ ეტაპზე არაა." - აცხადებს ემერი.

შეგახსენებთ, რომ ლონდონურ კლუბს აქტიურად უკავშირებენ "სევილიას" ერთ-ერთ ლიდერ ევერ ბანეგას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით