ალონსომ ოდოი გააკრიტიკა

10-01-2019, 19:44

დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის "ჩელსის" შემტევი, ჰადსონ ოდოი მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდება.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა "არისტოკრატების" მარჯვენა მცველმა, მარკოს ალონსომ და თავისი თანაგუნდელი გააკრიტიკა.

"მას ყველანაირი თვისება აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი დადგეს. ის საკმაოდ კარგი მოთამაშეა, თუმცა ახალგაზრდაა."

"ჩვენ პრემიერლიგის ერთ-ერთი უდიდესი გრანდი ვართ. მიკვირს, როგორ შეიძლება ფეხბურთელს ასეთი დიდი გუნდის დატოვება და "ბაიერნში" გადასვლა უნდოდეს." - აცხადებს ალონსო.,



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით