კინი: "კეინი მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია"

10-01-2019, 19:48

ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილი თავდამსხმელი, რობი კინი, ინგლისელ ჰარი კეინზე საუბრობს:

"ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ის ყოველ წელს ახერხებს ფორმის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. ჩემთვის ამჟამად ჰარი კეინი მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია."

"კეინი ლონდონშია გაზრდილი და ვფიქრობ, რომ ის "ტოტენჰემში" დარჩება, სადაც კიდევ უამრავი რეკორდის დამხობას მოახერხებს."

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ინგლისელ თავდამსხმელს ამჟამად "ტოტენჰემის" რიგებში 160 გოლი აქვს გატანილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით