ნავასი: "აქ დარჩენა კიდევ დიდხანს მსურს"

10-01-2019, 20:07

მადრიდის "რეალის" მეკარემ, კეილორ ნავასმა განაცხადა, რომ მას გუნდიდან წასვლა არ სურს.

"ვარჯიშებზე მაქსიმალურად ვიხარჯები. გარდა ამისა, როდესაც შანსი მეძლევა, მუდამ ვცდილობ, რომ ყველანაირად გამოვიყენო."

"ფეხბურთელს ზოგჯერ მოთმინების უნარი სჭირდება. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, თუმცა, მე ყოველთვის მზად ვარ."

"მსურს, რომ "რეალის" რიგებში კიდევ დიდხანს ვითამაშო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო." - აცხადებს ნავასი.

შეგახსენებთ, რომ კოსტა-რიკელ მეკარეს ტიბო კურტუას მოსვლის შემდგომ სათამაშო დრო საკმაოდ შეუმცირდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით