"ოქროს ურნა" 2018 კალინიჩმა მოიგო

10-01-2019, 20:15

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ნიკოლა კალინიჩი, რომელიც გასულ წელს იჯარის წესით "მილანში" ასპარეზობდა, წლის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დასახელდა.

31 წლის ხორვატმა "ოქროს ურნა" 2018-ის გამოკითხვაში მარკო პიაჩას, ჰენრიკ დალბერტს, პატრიკ შიკს, ჟოაო მარიოს, ბენედიქტ ჰიოვედეს, ჰაკან ჩალხანოღლუსა და ანდრე სილვას "აჯობა" და ხმების 49% მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯილდო გადაეცემა იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც სერია ა-ში ქომაგებს ყველაზე მეტად გაუცრუეს იმედი.

წარსულში ოქროს ურნა ისეთ დიდ მოთამაშეებსაც კი აქვთ მიღებული, როგორებიც არიან რივალდო, პატო და მილიტო. ადრიანოს კი ხსენებული პრიზი სულაც 3-ჯერ აქვს მოგებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით