აგენტი: "იკარდის შეძენა რეალსა და ბარსელონას სურთ"

10-01-2019, 20:20

მილანის "ინტერის" კაპიტნის, მაურო იკარდის დამატება რომ არაერთ ევროპულ გრანდს სურს, ეს ამბავი არახალია.

დღეს არგენტინელი ფეხბურთელის მეუღლემ, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, ზემოხსენებული ინფორმაცია დაადასტურა.

"ამჟამად, მაურო და "ინტერი" ახალი კონტრაქტის გაფორმებისგან ძალიან შორს არიან. არ ვუარყოფ, რომ შეთანხმების მიღწევას ვერ ვახერხებთ."

"ვიცით, რომ იკარდი იმაზე უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ამას "ნერაძური" მიიჩნევს. მაუროს შეძენა "რეალსა" და "ბარსელონასაც" კი სურთ. შესაბამისად, არ ვიცი, რა იქნება მომავალში." - აცხადებს ვანდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით