ჩაკვეტაძე უძლიერეს ევროპულ გუნდში, ქართველი ფრანგების ვარსკვლავ შეცვლის

10-01-2019, 22:53

დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლიონს" ერთ-ერთი ლიდერი, მაქსველ კორნეტი დატოვებს.

ავტორიტეტულმა გამოცემა France Football-მა 22 წლის ფეხბურთელის სავარაუდო შემცვლელები ჩამოწერა. სიაში კი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა.

"ლიონი მიმდინარე სეზონში ერთდროულად ოთხ ფრონტზე იბრძვის. ამის ფონზე კი გუნდს ლიდერის შემცვლელი სჭირდება."

"კორნეტის ჩანაცვლება რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია. ფლავიენ ტაიტი და კვონ ჩანგ ჰუნგი საკმაოდ კარგი შემტევები არიან. ასევე შესაძლოა განვიხილოთ გიორგი ჩაკვეტაძეც. 19 წლის ფეხბურთელი გასული წლის 50 საუკეთესო ახალგაზრდას შორის მოხვდა. მას ყველანაირი თვისება აქვს წარმატებისთვის." - წერია სტატიაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით