კალაბრია: "გატუზოს მადლობა უნდა ვუთხრა"

10-01-2019, 23:03

იტალიური "მილანის" მარჯვენა მცველმა დავიდე კალაბრიამ ჟურალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მალდინი მისი კუმირია.

"ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო პერიოდია. 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბევრ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ამისთვის, მადლობა გატუზოს".

"მადლინი? ის ყოველთვის ჩემი კუმირი იყო. როდესაც ვიცი, რომ ტრიბუნებიდან გვიყურებს, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია და ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები".

"იუვენტუსი? მათთან დაპირისპირება რთულია, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ დაუმარცხებლები არიან. ეს ჩვენ ორი წლის წინ, დოჰაში დავამტკიცეთ. მატჩი 0-0-დან იწყება და ბოლომდე დავიხარჯებით".

"იგუაინი? როდესაც ის გუნდში მოდიოდა, ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ ასეთი დონის თავდამსხმელთან ერთად არასდროს მითამაშია. ყოველთვის კარგია, რომ ის შენს გუნდში იყოს და არა წინააღმდეგ. იგუაინი გოლებისთვის ცხოვრობს, როდესაც ვერ გააქვს დეპრესია ეწყება, თუმცა თითქმის ყოველთვის ახერხებს მეტოქის კარის აღებას. მასთან დაკავშირებით გუნდში არანაირი პრობლემა არ არის", - განაცხადა დავიდემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით