მოურინიო: "ამ ეტაპზე მუშაობას არ ვგეგმავ"

10-01-2019, 23:41

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მედიის წარმომადგენლებთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბენფიკაში" წასვლას არ გეგმავს.

"არ მიყვარს საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციებით მომარაგება, თუმცა, გეტყვით, რომ პორტუგალიაში მუშაობის სურვილი ამ ეტაპზე არ მაქვს",

"დიდი პატივია, როდესაც ყოფილ კლუბს კვლავ უნდა ჩემი დაბრუნება, თუმცა ამაზე არავისთან მისაუბრია".

"ამ ეტაპზე, მაქვს უფლება, რომ დავისვენო, ვიყო თვითკრიტიკული და ბოლო წლებში მიღებული გამოცდილება გავაანალიზო. მინდა, რომ კარგად დავფიქრდე და გადაწყვეტილება ისე მივიღო", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით